2025-03-21
პროგრესის კალათბურთის გუნდი მოედანზე!
ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ და ბრიტანულ-ქართული აკადემია კალათბურთის ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ!
ორივე სკოლის გუნდმა შეუპოვრად იბრძოლა, აჩვენა ძლიერი თამაში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. ასეთი მატჩები სკოლებს უფრო აძლიერებს და ახალი შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას.
პროგრესის კალათბურთის გუნდის მწვრთნელია საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი და პროგრესის სკოლის სპორტის მასწავლებელი – თამუნა მუზაშვილი.
დიდი მადლობა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას მასპინძლობისთვისა და დაუვიწყარი თამაშისთვის!