პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელმა, გენერალურმა დირექტორმა და ბრენდის ავტორმა ნინა ჩიკვაშვილმა გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
ნინა ჩიკვაშვილი განათლების დარგში მოღვაწე ლიდერია, რომელიც ამერიკული Forbes-ის მიერ 45 ყველაზე გავლენიან მეწარმეთა შორის აღიარებულია როგორც წარმატებული მეწარმე ქალი. გარდა გრენობლის მაგისტრის ხარისხისა, ჩიკვაშვილი განათლების ადმინისტრირების დოქტორი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი (მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების საზოგადოების (SITE USA) თანათავმჯდომარეა.
„მუდმივი განათლება არის ბიზნესის ზრდის ყველაზე დიდი ინვესტიცია. ჩემი მიზანი უცვლელია - მიღებული ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო სხვებს. საკუთარ განათლებასა და კარიერას კი ყოველთვის ვხედავდი როგორც ყველზე დიდ ინვესტიციას. ამ ფორმულამ გაამართლა, რადგან სწორედ ის აღმოჩნდა წარმატებული ბიზნესისა და ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის შესაძლებლობების გაზიარების პროგრესული გზა“. - ნინა ჩიკვაშვილი პროგრესის ამერიკული სკოლების გენერალური დირექტორი, დამფუძნებელი და ბრენდის ავტორი