ინტელექტუალური კლუბი რა? სად? როდის?
მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ინტელექტუალურ ცოდნას გამოცდა მოუწყოს და სუსტი მხარე გააძლიეროს. კლუბის წარმატებული პროგრესელი “ტვინების შეჯიბრსა” და ამერიკულ ინტელექტუალურ თამაშ “ჯეპარდში” ღებულობს მონაწილეობას, რომელიც მის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. კონკურსები სასწავლო წლის ორივე სემესტრში ტარდება. გამარჯვებულებს საპრიზო ადგილებზე ჯილდოები გადაეცემათ.
კლუბ რა? სად? როდის? ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ:
- აიმაღლონ ინტელექტუალური ცოდნის დონე;
- განვითარდნენ წიგნიერების მიმართულებით;
კლუბის მუშაობის მიზანია:
- სკოლაში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება;
- მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება;
- მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოება სასწავლო პროცესისგან განსხვავებულ გარემოში;
- მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა;
- მოსწავლეთა თვითრეალიზაციის პროპაგანდა.
კლუბის სამუშაო პროცესი დაგეგმილია პრაქტიკული აქტივობებით სამი ასაკობრივი კატეგორიისთვის/კლასებისთვის:
- III-IV;
- V-VII;
- VIII-XI.
მოსწავლეები სარგებლობენ მათზე მორგებული ,,შეკითხვების ბანკით“.