საერთაშორისო სასწავლო პროგრამა k12
პროგრესის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამა მოსწავლეებს სთავაზობს ამერიკულ განათლებას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. პროგრამის კურსდამთავრებულები იღებენ ორმაგ დიპლომს, როგორც ქართულ ატესტატს, ასევე, ამერიკულ დიპლომს.
ამერიკული პროგრამა მოიცავს:
AP პროგრამა (Advanced Placement)
AP პროგრამის დახმარებით მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარ შეისწავლონ საუნივერსიტეტო საგნები და დააგროვონ კრედიტები. კურსები პროგრესის მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ აკადემიურ გამოცდილებას, რომელიც სცდება სტანდარტულ სასკოლო გამოწვევებს. AP კურსების დიზაინი არის მორგებული საუნივერსიტეტო სირთულის დონეს, შესაბამისად, მოსწავლეები ადრეული ასაკიდან უკვე მუშაობენ საკმაოდ უნიკალურ, რთულ, მაგრამ ამავდროულად მაღალი ხარისხის მასალებთან.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმები
ყოველი მოსწავლე უნიკალურია, შესაბამისად, პროგრესის საგანმანათლებლო მიდგომა ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და ძლიერ მხარეებს. იქნება ეს დიფერენცირებული სწავლებითა თუ ინდივიდუალური მხარდაჭერით, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ მოსწავლემ მიიღოს ისეთ ყურადღება, რომელსაც საჭიროა მისი აკადემიური და პიროვნული განვითარებისთვის.
SAT,IELTS,TOEFL,Cambridge Exams მოსამზადებელი პროგრამა
პროგრესში საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მომზადება სასწავლო კურიკულუმშია ჩაშენებული. ჩვენ ვამზადებთ სტუდენტებს ისეთი უნარ-ჩვევებითა და სტრატეგიებით, რომლებიც საჭიროა აღნიშნული (SAT, IELTS, TOEFL, Cambridge Exams) გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.
College Counselling
პროგრესული სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მოსწავლის უნივერსიტეტისთვის მომზადება და ამ პროცესში მხარდაჭერაა. ევროპისა თუ ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტებში ჩაბარებისა და დაფინანსების მოპოვებისთვის ერთი მხრივ აუცილებელია არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ფლობა, მეორე მხრივ კი - დროული და სისტემური მომზადება. ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროგრამის მეშვეობით, პროგრესელი მოსწავლეებისთვის ბევრად უფრო ეფექტური ხდება უნივერსიტეტებისთვის მზადების პროცესი.პროგრესის საუნივერსიტეტო მრჩეველი თითოეულ მოსწავლეს მათ მიზნებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და მუდმივ კონსულტაციებს სთავაზობს. საუნივერსიტეტო მრჩეველი მათ ეხმარება, სათანადოდ განსაზღვრონ, რომელი გამოცდების (SAT, IELTS, TOEFL თუ სხვა) ჩაბარება იქნება საჭირო დასახული მიზნების მისაღწევად. მოსწავლეებს აცნობს ინფორმაციასა უნივერსიტეტებისა და პროგრამების შესახებ. ასევე, სთავაზობს მხარდაჭერას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროგრესის საუნივერსიტეტო მრჩეველი მოსწავლეებს აპლიკაციის თითოეულ ეტაპზე უწევს კონსულტაციას - საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სამოტივაციო წერილის შედგენა, რეზუმეს შედგენა, ინტერვიუებისთვის მომზადება და ა.შ.
გაცვლითი პროგრამები და გლობალური ინიციატივები
პროგრესში მოსწავლეები ხდებიან გლობალური მოქალაქეები. ჩვენი პროექტების საშუალებით, სტუდენტებს აქვთ შანსი, დაიწყონ მოგზაურობა, გაიცნონ ახალი კულტურა, ენები და ტრადიციები, ჩაერთნონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და დააგროვონ მრავალფეროვანი გამოცდილებები.
პროგრესის სკოლები მოსწავლეებს აძლევს ისეთ უნარებსა და კომპეტენციებს, რომლებიც საფუძველს უყრის მათ წარმატებულ და შემეცნებით მომავალს. მოსწავლე რომელიც პროგრესში იღებს საშუალო განათლებას, პირველ რიგში არის პროგრესის, როგორც ცხოვრების მთავარი ღირებულების მატარებელი.