2024-05-24
გაეროს მოდელირებული კონფერენცია პროგრესში
ბათუმის პროგრესში გაეროს მოდელირებული კონფერენცია ჩატარდა.
“გაეროს ასოციაცია - საქართველოს” თანამშრომლობით და პროგრესის ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის ორგანიზებით, პროგრესის სამივე სკოლის - თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მოსწავლეები სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ თემაზე: “იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“.
კონფერენციაზე დელეგატები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში
საუკეთესო პოზიციის განაცხადი:
- ანანო კვინიკაძე (ქუთაისი)
- ეთუნა ვეკუა (თბილისი)
- განსაკუთრებული შექება:
- კესო აბულაძე (ქუთაისი)
- მარიამ ცირეკიძე (ქუთაისი)
- არჩილ ლომაშვილი (ქუთაისი)
- საუკეთესო დელეგატი:
- დავით ოსეფაიშვილი (ქუთაისი)
- ლიზი ლომსანიძე (ბათუმი)
გაეროს მოდელირებული კონცერენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის იდენტური სიმულაციაა. დელეგატები სესიების ფარგლებში თავად ხდებიან იმ პროცესების მონაწილეები, რომლებითაც გლობალურად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ხდება.