მნიშვნელოვანი სიახლე განათლების სფეროში!
სკოლა “პროგრესი" მიესალმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებას, რომლის დამტკიცების შემდეგ უცხოელი მოსწავლეები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ისწავლიან. სკოლა "პროგრესს" საერთაშორისო პროგრამებით სწავლების რამდენიმეწლიანი წარმატებული პრაქტიკა აქვს. სკოლას მინიჭებული აქვს ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცა, როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სააკრედიტაციო ორგანიზაცია “ COGNIA” -ს მიერ. სკოლას მოპოვებული გვაქვს ავტორიზაცია “College Board”-ის მიერ, რომლის ფარგლებშიც მაღალი კლასის მოსწავლეებს ამზადებს და ადმინისტრირებას უწევს ისეთ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებს და გამოცდებს, როგორიცაა: AP, PSAT, SAT, SAT subjects, ACT, GR.