ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის სკოლის მოსწავლეები ნასაში გაემგზავრნენ
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული გუნდი LIGGA ნასაში გაემგზავრა.
ჩვენი სკოლისთვის ორმაგად სასიხარულო ამბავია, რადგან პროგრესის მოსწავლეები ირაკლი ქუცნაშვილი და ალექსი კუხიანიძე ამ უდიდესი წარმატების ნაწილი არიან.
LIGGA-ს გუნდის წევრები აშშ-ში, ჰიუსტონის ჯონსონის კოსმოსურ ცენტრს ეწვევიან და ერთი კვირის განმავალობაში კოსმოსური ხომალდის კონსტრუქციაზე იმუშავებენ. ისინი შეეცდებიან ასტრონავტებისთვის საჭირო ჰაბიტატი შექმნან, მარსმავალი რობოტი ააწყონ და მის კოდირებაზე იმუშაონ.
საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, გუნდის წევრები დაათვალიერებენ NASA-ს, ასტრონავტების რეალური გადამზადების ცენტრს და კრისტოფერ კრაფტის მისიის საკონტროლო ცენტრს.
პროგრამის ბოლოს, ახალგაზრდები პირადად შეხვდებიან რეალურ ასტრონავტს და მისგან გაიგებენ კოსმოსური მოგზაურობის შესახებ მათთვის საინტერესო ისტორიებს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2015 წლიდან საქართველოში, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.
გუნდს მენტორობა გაუწიეს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის STEM კლუბის ხელმძღვანელებმა მარეხი მაზანაშვილმა და უტა კილასონიამ.
"რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა"- გუნდის მიერ შექმნილი ამ პროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და მისი გავრცელების არეალის განსაზღვრა.