წარმატებული პროგრესელები NASA-ში
გუნდი “Marine Guard” ამერიკაში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება - ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა მთავარი პრიზი მოიგო!
”Marine Guard”-ის პროექტი ინოვაციური უპილოტო ნავი, ჩაღვრილი ნავთობის აღმოსაჩენად საზღვაო წყლებს მონიტორინგს ჩაუტარებს და ავტომატურად გაასუფთავებს სპეციალური ფილტრებით.
გამარჯვებული გუნდის წევრები პროგრესის (ქუთაისი) STEM აკადემიის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის, სკოლა “სხივის” და ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეები არიან
გუნდი "Starfish" - GITA • Tech Park საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) "iD Tech" ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის (ბათუმი), ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სკოლის მოსწავლეებმა ჭკვიანი, ეკომეგობრული თევზის ფერმა შექმნეს.
გუნდი “BEES” საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ რჩეული გუნდი გახდა. მოსწავლეებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ფუტკრის შხამის მიღების ინოვაციური მეთოდისთვის გამოიყენება გუნდის წევრები ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის (თბილისისა და ქუთაისის) STEM აკადემიის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან