პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო!
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/Rz5WqT2CK1Ft4FUT7
პროგრესელებს I კლასიდან ვთავაზობთ ამერიკული და ქართული პროგრამების არჩევის შესაძლებლობას. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კი კურსდამთავრებული ღებულობს ორმაგ - ეროვნულ და საერთაშორისო დიპლომს.
პროგრესის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა აკრედიტებულია მსოფლიოში აღიარებული მაკრედიტირებელი ინსტიტუციის, COGNIA-ს მიერ, რაც სკოლას აძლევს უფლებამოსილებას განახორციელოს K-12 საფეხურის ქართულ-ამერიკული ინტეგრირებული განათლება და გასცეს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებული ორმაგი დიპლომი.
🇺🇸🌎თუ ამერიკული განათლება თქვენი არჩევანია, მაშინ აუცილებლად გაეცანით იმ უპირატესობებს, რასაც ღებულობს მოსწავლე “პროგრესელის” სტატუსით:
✅ინგლისურენოვანი სასწავლო გარემო - დაწყებითი საფეხურიდან იწყება ინგლისური ენის ცოდნისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება.
✅გლობალურ შესაძლებლობებს, გაცვლით პროგრამებსა და პროექტებს.
✅ორმაგ დიპლომს, რომელიც აღიარებულია, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
✅კოგნიტურ და აკადემიურ განვითარებას - სწავლება დაფუძნებულია კვლევასა და ექსპერიმენტზე, რაც ხელს უწყობს ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;
✅ენებისა და ლიტერატურის გაძლიერებულ კურსს - კითხვის, წერითი უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის;
✅მათემატიკის ინტერაქტიულ სწავლებას პრობლემების გადაჭრისა და რიცხვითი უნარების გაღრმავებისთვის;
✅ბუნებისმეტყველების კურსს STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა) მეთოდით;
✅დამატებითი ენების შესწავლის შესაძლებლობას, როგორებიცაა ინგლისური, გერმანული, ესპანური და სხვა;
✅დამატებით საგანმანათლებლო პროგრამებს, ზამთრისა და საზაფხულო ბანაკებს ამერიკასა და ევროპაში;
✅კვალიფიციურ პედაგოგიურ რესურსს - მასწავლებლები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თავიანთ პროფესიულ განვითარებაზე;