საუნივერსიტეტო მრჩეველი
საუნივერსიტეტო მრჩეველი თითოეულ მოსწავლეს მათ მიზნებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და მუდმივ კონსულტაციებს სთავაზობს. საუნივერსიტეტო მრჩეველი ეხმარება, სათანადოდ განსაზღვრონ, რომელი გამოცდების (SAT, IELTS, TOEFL თუ სხვა) ჩაბარება იქნება საჭირო დასახული მიზნების მისაღწევად. მოსწავლეებს აცნობს ინფორმაციას უნივერსიტეტებისა და პროგრამების შესახებ. ასევე, სთავაზობს მხარდაჭერას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროგრესის საუნივერსიტეტო მრჩეველი მოსწავლეებს აპლიკაციის თითოეულ ეტაპზე უწევს კონსულტაციას - საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სამოტივაციო წერილის შედგენა, რეზუმეს შედგენა, ინტერვიუებისთვის მომზადება და ა.შ.