გაეროს მოდელირების კლუბი
გაეროს მოდელირებული კლუბები აქტიურად ფუნქციონირებს პროგრესის სამივე სკოლაში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კვირაში ერთხელ მოსწავლეები (მე-7-დან მე-12 კლასების ჩათვლით) იკრიბებიან და ყველა იმ აქტუალურ საკითხს განიხილავენ, რაც ეხება საერთაშორისო პოლიტიკას, დიპლომატიასა და გლობალური საკითხების გადაწყვეტას.
კლუბი საშუალებას აძლევს მოსწავლეს გამოცდილება მიიღოს საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც ეხმარება გაეროს სტრუქტურისა და მუშაობის პრინციპების უკეთ გაგებაში.
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ:
- დიპლომატიურ ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებს;
- გლობალური პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას;
- გაეროს კომიტეტების მუშაობის პროცედურებს;
- ქვეყნების წარმომადგენლობასა და მათი პოზიციების დაცვას;
- რეზოლუციების შედგენასა და მიღებას;
- სტრატეგიული აზროვნებისა და მოლაპარაკების უნარებს;
- საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს;
- სიტყვით გამოსვლასა და არგუმენტაციის უნარებს;
- კვლევითი საქმიანობის წარმოებასა და ანალიტიკურ უნარებს;
- გლობალური პოლიტიკის საკითხების ღრმა გაგებასა და ანალიზს.
კლუბის მიზანია მონაწილეებმა რეალური გაეროს პროცესების სიმულაციებით, დებატებით, როლური თამაშებითა და საერთაშორისო საკითხების განხილვით შეიძინონ:
- საერთაშორისო დიპლომატიის საფუძვლები;
- საზოგადოებრივი ურთიერთობები;
- სტრატეგიული კომუნიკაცია;
- გლობალური პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
- საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის საფუძვლები.
კლუბის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები:
- მიიღებენ მონაწილეობას გაეროს მოდელირების კონფერენციებში;
- იმსჯელებენ გლობალური პრობლემების გადაჭრის გზებზე;
- ჩაატარებენ კვლევებსა და ანალიზს სხვადასხვა ქვეყნების პოზიციების გათვალისწინებით.
მხოლოდ კლუბის წევრებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს მასშტაბით (ევროპა, აზია, ამერიკა) დაგეგმილ გაეროს მოდელირებულ კონფერენციებში.