პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი და ბრენდის ავტორი, გენერალური დირექტორი ნინა ჩიკვაშვილი მსოფლიოს გამოჩენილ ქალ ლიდერთა შორის დასახელდა.
პროგრესის, როგორც წარმატებული ბრენდის ავტორის ისტორიას საერთაშორისო საზოგადოება BOSS Global Business Magazine-ის სპეციალურ ნომერში გაეცნობა. ნომერი ეძღვნება თემას: “2025 წლის გლობალური EdTech ლიდერთა ტოპ 25-ეული”.
GLOBAL BUSINESS WEEK 2025-ის ფარგლებში, 6-7 ივლისს, მალდივებზე დაიგეგმა ბიზნესისა და განათლების მთავარი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია, სადაც ნინა ჩიკვაშვილი სპეციალურ ბიზნესს ჯილდოზეა წარდგენილი.
ღონისძიება 35 ქვეყნის წამყვან ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტების დამფუძნებლებს, ინვესტორებს, განათლების სფეროს, მათ შორის, საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ჩვენი გუნდისთვის პატივია ვმონაწილეობდეთ ისეთ მასშტაბურ პროექტში, როგორიცაა “TOP 25 Global EdTech Leaders 2025”. ეს არის აღიარება, რომელიც ხაზს უსვამს პროგრესის 23 წლიან წარმატებას - უწყვეტი, ინოვაციური, ტექნოლოგიური და საერთაშორისო განათლების ხელშეწყობას საქართველოში!