ლონდონში გაფორმებული ორი სტრატეგიული შეთანხმება – გრინვიჩის უნივერსიტეტი და Coursera პროგრესის პარტნიორები გახდნენ!
ლონდონში ვიზიტისას ნინა ჩიკვაშვილმა, პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელმა, გენერალურმა დირექტორმა და ბრენდის ავტორმა, ხელი მოაწერა ორ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს, რომლებიც ჩვენს სკოლებსა და მოსწავლეებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.
პირველი პარტნიორობა - გრინვიჩის უნივერსიტეტთან University of Greenwich არსებულ ინგლისური ენის, საუნივერსიტეტო მომზადებისა და პროფესიული პროგრამების სასწავლო ცენტრთან.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები შეძლებენ:
- მოკლევადიან და გრძელვადიან სასწავლო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას,
- აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ საუნივერსიტეტო მოსამზადებელ კურსებზე ჩართვას,
- მასწავლებლებისა და პროფესიონალების გადამზადებას თანამედროვე სტანდარტებით.
მეორე, განსაკუთრებით საამაყო სიახლე – პროგრესის ამერიკულმა სკოლებმა Coursera-სთან ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს!
Coursera მსოფლიო წამყვანი ონლაინ-საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს 10,000-ზე მეტ კურსს ისეთი უნივერსიტეტებისგან, როგორებიცაა Yale, Harvard, Stanford, Oxford, MIT და სხვა.
ახალი სასწავლო წლიდან ჩვენი მოსწავლეები შეძლებენ:
- Coursera-ს კურსებზე წვდომას,
- საერთაშორისო სერტიფიკატის მიღებას,
- აკადემიური, პროფესიული და კარიერული მომზადების ინტეგრაციას სასკოლო პროგრამებთან.
პროგრესის ამერიკული სკოლები გახდა პირველი სკოლა რეგიონში, რომელმაც Coursera-სთან პარტნიორობა დაამყარა – ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ინოვაციებისადმი და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისადმი.