პროგრესის ამერიკულ სკოლებსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (SEU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნინა ჩიკვაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კილაძემ, თბილისის სკოლის აკადემიურმა დირექტორმა ნანა გოგატიშვილმა და SEU-ს ვიცე-რექტორმა ადმინისტრაციული მიმართუელბით გოდერძი ბუჩაშვილმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს აკადემიური თანამშრომლობის განვითარებასა და სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებს შორის კავშირის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგებისა და აქტივობების განხორციელებას – მიმართულებებს, რომლებიც ხელს უწყობს როგორც სტუდენტების, ისე პედაგოგების პროფესიულ განვითარებას.

