მორიგი გამარჯვება
სკოლა პროგრესის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს Guram Tavartkiladze University • გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში: "გააპიარე შენი სკოლა", სადაც უნდა შეექმნათ კრეატიული სარეკლამო ვიდეო რგოლი.
გუნდის წევრები:
- მუალლა სუდე დემირ,
 - საბა ქარაზანაშვილი,
 - გიორგი ხუდოიანი,
 - ბოტა მუხამედიაროვა,
 - ამირ ასლანი
 
მენტორი: მარიამ ბოლქვაძე
ბიზნეს განათლების ფარგლებში პროგრესელები სწავლობენ სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული სარეკლამო კონტენტის შექმნას, ბრენდინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობას, მარკეტინგის საფუძვლებს, კრეატიული და ინოვაციური ბიზნესების შექმნის სტრატეგიებს.

        
                                