1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
✨ ბავშვთა დაცვის საერთაშირისო დღესთან დაკავშირებით, ამერიკულმა საერთაშირისო სკოლა პროგრესმა ბავშვებს მოუწყო ულამაზესი დღე, რომელიც დატვირთული იყო უამრავი აქტივობით.
? დღის ბოლოს, IIIა კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე აქტივობაში
,,განძის მაძიებლები“.
? აქტივობის მიზანია ყურადღების, დაკვირვების, მეხსიერების,
წარმოსახვის უნარის, მოძრაობის კოორდინაციის განვითარება, მეტყველების აქტივობის სტიმულირება, კრიტიკული აზროვნების განვითარება.
✨ აქტივობამ ძალიან გაახალისა ბავშვები, დავალებების მიხედვით ოთახების პოვნა და ამ ოთახებში მომდევნო დავალებების მოძიებამ დიდი ინტერესი და ხალისი შესძინა დღევანდელ დღეს.
? პირველი ადგილისთვის ორი გუნდი იბრძოდა!
? ერთ-ერთმა გუნდმა ,, ირმის ნახტომმა“ განძს მალევე მიაგნო და გამარჯვებაც მოიპოვა, საჩუქრები კი, რა თქმა უნდა, ორივე გუნდმა მიიღო.
?? კლასის ხელმძღვანელი: ია ქოიავა
