2024-11-16
მასწავლებელთა დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიალი პროგრესელებისთვის
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლების პედაგოგები პროგრესის ყოველწლიურ მასწავლებელთა დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრნენ. მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი პედაგოგები საპრიზო ადგილებითა და ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდნენ.
პროგრესში უკვე მეორე წელია დანერგილია 360 გრადუსიანი შეფასების მოდელი. პროექტი წელს სამივე სკოლის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) მასშტაბით განხორციელდა და ჯამში 214 მასწავლებელი შეფასდა.
მადლობა პროგრესის წარმატებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის, მადლობა პროგრესელობისთვის!