2025-04-10
პროგრესის სტუმარი - პილოტი ლაშა ქააძე!
პროგრესის სკოლის არაფორმალური განათლების სამსახურის მორიგი ინიციატივით, სკოლას ეწვია პილოტი ლაშა ქააძე, რომელიც ავიაციით დაინტერესებულ პროგრესელებს შეხვდა!
შეხვედრის განმავლობაში პილოტმა მოსწავლეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება შთამაგონებელი და შემეცნებითი გზით და მათთვის საინტერესო საკითხებს გასცა პასუხები.
მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რა გზაა პილოტობამდე, ამ პროფესიასთან დაკავშირებული გამოწვევები და ტექნიკური მხარეები.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ რომ მოსწავლეებს, შთამაგონებელი და პრაქტიკული გამოცდილებების საშუალებით, პროფესიისადმი დაინტერესება გავუღრმავოთ!