ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამა
2014-15 წლიდან პროგრესს ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს „College Board“-ის მიერ მინიჭებული ავტორიზაციით უფლება აქვს ადმინისტრირება გაუწიოს შემდეგ პროგრამებს: AP, PSAT, SAT, SAT subjects, ACT, GR. აღნიშნული პროგრამების ავტორიზაცია პროგრესელებს საშუალებას აძლევს მოემზადონ ამერიკული წინასაუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და სკოლაშივე ჩააბარონ ის გამოცდები, რომელთაც მსოფლიოს უნივერსიტეტებში კრედიტებად აღიარებენ.
Advanced Placement (AP) – წარმოადგენს უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის მოსამზადებელ ერთ–ერთ პროგრამას. სტუდენტები ირჩევენ რამოდენიმე საგანს შემოთავაზაბული სიიდან და სწავლობენ უფრო გაღრმავებულად. საგნების ჩამონათვალში შეიძლება იყოს მაგალითად უცხო ენა, ზოგადი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ხელოვნება, ინფორმატიკა, მათემატიკა, სოციოლოგია. ყოველი კურსის დასრულების შემდეგ შესწავლილი საგნების მიხედვით ბარდება წერითი გამოცდა. მოსწავლეებს უფლება ეძლევათ ჩააბარონ AP–ის გამოცდები მე–11, მე–12 და მე–13 კლასებში.