ლონდონის საზაფხულო გამოცდილება & მომავლის ლიდერების პროგრამა 2026 - რეგისტრაცია დაიწყო
პროგრესის ამერიკული სკოლები მიღებას აცხადებს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებზე 23 ივლისი - 5 აგვისტოს პერიოდში.
თუ ხარ 12-17 წლის და გსურს დაუვიწყარი თავგადასავლებით სავსე 2 კვირა მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დედაქალაქში - ლონდონში გაატარო, პროგრესი შემდეგ პროგრამებს გთავაზობს:
- ლონდონის საზაფხულო გამოცდილება: 30 საათი ინგლისური ენის გაკვეთილები University of London კამპუსზე, ცხოვრება კეთილმოწყობილ, თანამედროვე სტუდენტურ საცხოვრებელში, 3-ჯერადი კვება, საღამოს გასართობ-შემეცნებითი პროგრამა და ექსკურსიები ლონდონსა და ოქსფორდში.
მომავლის ლიდერების პროგრამა (14-17 წლის მოსწავლეებისთვის): ყველა ზემოთჩამოთვლილთან ერთად, დამატებით მსოფლიო რეიტინგით მე-9 უნივერსიტეტში - University College London-ში სწავლა 1 კვირის განმავლობაში, უნივერსიტეტის პროფესორების მიერ STEM ვორქშოპებსა და კარიერის მასტერკლასებში მონაწილეობა და ვიზიტი ლონდონის სხვა წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა London School of Economics.
ორივე პროგრამის მონაწილეები მოინახულებენ:
- Warner Bros: Harry Potter
- London Eye & კრუიზი
- British Museum
- ვიზიტი ოქსფორდში
- ბიგ ბენი & თაუერ ბრიჯი
- Piccadilly Circus
- Saint Regents Park
ჯგუფს გაუძღვებიან კვალიფიციური ლიდერები. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა British Council-ის მიერ აკრედიტებული ინგლისური ენის სერტიფიკატი.
პროგრამების ღირებულება:
- ლონდონის საზაფხულო გამოცდილება (12-17 წ.) - 3400 ფუნტი;
- მომავლის ლიდერების პროგრამა (15-17 წ.) – 3800 ფუნტი.
ღირებულებაში შედის: სავიზო მოსაკრებელი და მხარდაჭერა, სწავლა, საცხოვრებელი, კვება, ექსკურსიები, ქალაქში გადაადგილება და სამოგზაურო დაზღვევა.
*(ღირებულებაში არ შედის მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთები)
⏳ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 მარტი